ზურაბ ტყემალაძე : „ პრემიერ მინისტრის განცხდებას – პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ვეთანხმები”

78

 

პრემიერ მინისტრის განცხდებას – პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ვეთანხმები, – ამის შესახებ   “მრეწველთა” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.  უფრო კონკრეტულად, ტყემალაძის განმარტებით, ეთანხმება პრემიერის სულისკვეთებას და პათოსს, რომ საკითხები კოალიციის პოლიტსაბჭოს ფარგლებში უნდა იხილებოდეს.

პრემიერმა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.