გიორგი კვირიკაშვილი პარტნიორებს მოუწოდებს, სადავო საკითხი კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებებს განახორციელებს

86

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილი ამბობს, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს.პრემიერი “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის გაჩენილ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. კვირიკაშვილის შეფასებით, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო.