მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრისა და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

38

მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრისა და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს .
შეხვედრა კანცელარიაში 21.00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა დანიშნულ დროს კანცელარიაში მხოლოდ ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი მივიდნენ. თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა კი დაახლოებით 10 წუთით დაიგვიანეს.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა.