იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის

57

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის. გიორგი მიქაუტაძე ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, რასაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგაც უხელმძღვანელებს.

საერთო სასამართლოების კანონის მიხედვით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ამავე სასამართლოს კოლეგიების ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთი უნდა დაინიშნოს.