“ნაციონალური მოძრაობის” აქცია სახელწოდებით “არა გაზპრომს” ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ხვალ დაგეგმილი აქციის “არა გაზპრომს” დეტალები განმარტა.

როგორც სერგო რატიანმა თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალ აქცია სახელწოდებით “არა გაზპრომს” 14:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, ეს იქნება სიმბოლური ჯაჭვი, რომელიც მოეწყობა მთავრობის ადმინისტრაციასთან და დამთავრდება რუსეთის საელჩოსთან.

მსგავსი სიახლეები