ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილი 10 ქართველი დაკრძალეს

40

ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილი 10 ქართველი დაკრძალეს. ექვსი მათგანი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს მიაბარეს მიწას, ხოლო ოთხი დღესვე საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალებიან.
დიღმის ძმათა სასაფლაოზე გარდაცვლილებს პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვეტერანთა დეპარტამენტმა და გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.
სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილთა ახლობლები, რომლებიც ხელისუფლებას თავისი ოჯახის წევრების გადმოსვენებისთვის მადლობას უცხადებენ.  ამ დროისთვის სულ 10 ნეშტია იდენტიფიცირებული. სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდება.