მაესტროს დამფუძნებლების მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას ადვოკატი, ორშაბათს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს

59

მაესტროს დამფუძნებლების მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას ადვოკატი, ორშაბათს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს . ადვოკატი მოითხოვს, სასამართლომ იმ საქმის განხილვა დაიწყოს, რომლითაც არხის მფლობელები,  გია გაჩეჩილაძის სადაო 25-თი პროცენტიდან, ათი პროცენტის გადაფორმებას ითხოვენ. ღლონტისა და აკობიას ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ სასამართლომ საპროცესო ვადები დაარღვია და 23-მ დეკემბერს შეტანილი სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია, ეს კი იმ, ფონზე, როდესაც, როგორც ადვოკატი ამბობს, ბაია გადაბაძის სარჩელი ორივე ინსტანციის სასამართლომ ფორსირებულად მოკლე დროში განიხილა და არ დააკმაყოფილა.