სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

29

სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.
რიგგარეშე არჩევნები 24 აპრილს გაიმართება. პარლამენტის დაშლის წინადადებით სერბეთის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მიმართა. მისი თქმით, „მთავრობას სჭირდება ზუსტი მანდატი სერბეთში რეფორმების დასასრულებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.
როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად სერბეთის მომავალი პოლიტიკის შესახებ რეფერენდუმი იქნება.