ირაკლი ჩიქოვანი: საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება ამ დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება

37

“ჩვენთვის თავისუფალი დემოკრატებისთვის საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება ამ დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა,”-ეს განცხადება  თავისუფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით ისინი იმედ იტოვებე, რომ შსს დადებულ პირობას შეასრულებს და დროულად დააკავებს ყველა დამნაშავეს.

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იქნეს დასჯილი. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები კატეგორიულად მოვითხოვთ საქმეს შეეცვალოს კვალიფიკაცია და ის გადაკვალიფიცირდეს როგორც მკვლელობის მცდელობა,”-აცხადებს ჩიქოვანი