ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” ყოფილ დირექტორ ბაია გადაბაძეს ხვდება

97

არანაირ ძალადობას არ ვაპირებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “მაესტროს” დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა, რომელიც ტელეკომპანიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
გაჩეჩილაძის თქმით, სურს თანამშრომლებთან შეხვედრა და მათთან მომავალ ნაბიჯებზე საუბარი.
“არანაირ ძალადობას არ ვაპირებ. მინდა ბაიასთან დალაპარკება და კოლექტივთან შეხვედრა. ამ მისამართზე ზის “მაესტრო”, რომლის გენერალური დირექტორი დღეს მე გავხდი. ვარ აბსოლუტურად კონსტრუქციულად განწყობილი”, -განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ მხოლოდ კანონიერი გზებით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.
ამ წუთებში ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” ყოფილ დირექტორ ბაია გადაბაძეს ხვდება . შეხვედრა ტელეკომპანიია პირველი სართულის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს.