“მაესტროს” ჟურნალისტები ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას არ აპირებენ

სადაო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ ვგეგმავთ ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას , – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადებაშია ნათქვამი. ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას.

“გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: ვრჩებით ტელეკომპანია “მაესტროზე”, ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. ამასთან, სადაო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ ვგეგმავთ შპს “სტუდია მაესტროს” რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას.

ვიმედოვებთ, “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე”, – ნათქვამია ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები