ზვიად კვაჭანტირაძე – პარლამენტის თავმჯდომარე ქორწინების შესახებ უმრავლესობის ინციატივას არ ეთანხმება

52

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაპირისპირებები გუნდის შიგნით იყოს განხილული, – განაცხადა  ზვიად კვაჭანტირაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

“მე განვაცხადე, რომ პოლიტსაბჭოზე “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის არსებული ე.წ. დაპრისპირება აღარ განიხილება და დღევანდელმა პოლიტსაბჭომაც ეს დაადასტურა. შესანიშნავად ვისხედით ერთი მაგიდის ირგვლივ, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი და ჩვენ ჩავთვალეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ მსგავსი ფაქტი იქნება, უნდა იყოს განხილული კოალიციის შიგნით”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დააფიქსირა მოსაზრება, რომ ქორწინების შესახებ უმრავლესობის ინციატივას არ ეთანხმება, თუმცა პრობლემა “განულებულია”.