ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.   პროცესი  ამ წუთებში იწყება.

ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
ალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

მსგავსი სიახლეები