აშშ-ს საჰაერო ძალები: B-52 სტრატეგიული ბომბდამშენი მზადაა ISIS დასაბომბად

91
An F-16A Fighting Falcon aircraft from the 186th Fighter Interceptor Squadron, Montana Air National Guard, escorts a Soviet Su-27 Flanker aircraft to the Canadian border after an air show.

აშშ-ს საჰაერო ძალების განცხადებით, ისინი მზად არიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად  B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები გაუშვან. “ბომბდამშენები მზად არიან ზუსტი და ეფექტური ავიადარტყმების განსახორციელებლად სირიაში სამხედრო დავალებების შესაბამისად”- განაცხადა აშშ-ს საჰაერო ძალების მდივანმა დებორა ჯეიმსმა პენტაგონში გუშინ გამართულ ბრიფინგზე. ავიადარტყმების დრო მოგვიანებით დაზუსტდება, დასძინა ჯეიმსმა.

სტრატეგიული ბომბდამშენი კომპანია ბოინგთან ერთად იქნა მოდიფიცირებული. თავდაპირველად მისი ამოცანა ბირთვული იარაღის გადატანი იყო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.  ამჯერად, ბომბდამშენთა მისია იქნება გადაიბაროს საჰაერო დარტყმების ამოცანები სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, განმარტა ჯეიმსმა.