“მრეწველები” პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან

29

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან “მრეწველები” . როგორც  “მრეწველთა” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განaცხადა, გიორგი კვირიკაშვილი ისევე შეხვდება სხვა პარტიებს , როგორც “რესპუბლიკელებს” შეხვდა – მათ შორის “მრეწველებს”.
მისივე თქმით, შეხვედრა მაშინ შედგება, როცა ამის დრო და საშუალება პრემიერ-მინისტრს ექნება.
“მინდა გითხრათ, კონფლიქტთან დაკავშირებით, რაზეც ბოლო პერიოდში მიდის საუბარი, “მრეწველები” საჯარო განხილვებს ვწყვეტთ. თუკი ამაზე კითხვები იქნება, მხოლოდ პოლიტსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
მისივე თქმით “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის გართულებული ურთიერთობების თემაზე  მათ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ჰქონიათ.