ხვალ გახდება ცნობილი გაძვირდება თუ არა ისევ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები

70

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 3 თებერვალს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, კვლავ 8.0 %-ზე დატოვა.