ბაია გადაბაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შესვლას არ აპირებს

45

ბაია გადაბაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ  ის ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შესვლას არ აპირებს . მისივე თქმით, თუ გაჩეჩილაძეს რაიმე პრობლემა აქვს შეხვედრებისთვის ფართს საკუთარი ფულით უქირავებს.

“მე მას ვთხოვე, რომ უზრუნველყოს ფართი, რა გახდა, მე ვუქირავებ ჩემი პირადი ფულით ლევანს თუ რაიმე პრობლემა აქვს. ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდებაზე არ არის პრობლემა და მან თქვა, რომ გამოყოფს ადამიანს და თუ ახლა კონფრონტაციას ვითომ რაღაცა შეფარული ქმედებებით აკეთებს არ ვიცი, ეს მას არ აწყობს პირველ რიგში. თუ ადამიანი იღწვის იქ შესასვლელად, სადაც მას არ ელოდებიან და არავის არ უდნა ამის გაკეთება მე ვერ ვხდები რა სტილია ეს საერთოდ ურთიერთობის“ – განცხადა გადაბაძემ.

მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძეს შენობას არ დაუთმობს.

“შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ მაკა ასათიანი  არ აპირებს ამ შენობით სარგებლობის უფლება გადასცეს ლევან გაჩეჩილაძეს, მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებაში ის თვითონ ისაუბრებს, უბრალოდ როგორც ფაქტი ეს გადაწყვეტილია“ – განაცხადა გვენეტაძემ.