თანამდებობიდან მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი გადადგა

საკადრო ცვლილებებები  ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.  პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის.  მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო – შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები