ბაჩო კიკაბიძის ტელევიზია “მაესტროს” სახელით ვერ იფუნქციონირებს, ამის უფლება არ აქვს, – ამის შესახებ “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ბაჩო კიკაბიძის მიერ გაკეთებულ შესაბამის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, “მაესტროს” სახელის გამოყენებისთვის ყველა დამფუძნებლის თანხმობაა საჭირო.
რაც შეეხება შენობას და აპარატურას, მისი თქმით, “არაფერში პრობლემა არ იქნება”.
“მაესტროს” სახელით მაუწყებლობას რამდენიმე დღეში ახალი ტელევიზია დაიწყებს. ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კიკაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.