ილია კიკაბიძე “მაესტროს” სავაჭრო ნიშნით მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს

221
ილია კიკაბიძე უახლოეს დღეებში შპს ”ტელეკომპანია მაესტრო”-ს სახელით და სასაქონლო ნიშნით ”მაესტრო” მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს და უშუალოდ მაუწყებლობის დაწყების წინ მიმართავს შპს ”სტუდია მაესტრო”-ს სასაქონლო ნიშნით სარგებლობის შეწყვეტის თაობაზე.
 
ილია კიკაბიძე მაესტროს თანამშრომლებთან შეხვედრას საკითხთან დაკავშირებით ხვალ გეგმავს. მან ტელეკომპანიის ჟურნალისტებს და ტექნიკურ პერსონალს შპს ”ტელეკომპანია მაესტრო”-ში დასაქმება პროფესიით შესთავაზა. მამუკა ღლონტს კი კონსულტაცია სთხოვა კომპანიის მართვის პროცესში. ასევე ილია კიკაბიძემ მიმართა მაკა ასათიანს, რომ კომპანია ”ემ ინვესტმენტი’-‘ს დახმარებით ტელეკომპანია უზრუნველყოს შენობით და სხვა აუცილებებლი ინვენტარით
რადიო ”მაესტრო”-ს ეთერში მან აღნიშნა, რომ მაკა ასათიანისგან თანხმობა მიღებული აქვს, სხვა დეტალები მაუწყებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ილია კიკაბიძე სამომავლო გეგმებზე საუბრისას გამოთქვამს იმედს, რომ ქართულ ტელე-სივრცეში დაბრუნდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ტელე-სატირა ”ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბები”. სატელევიზიო ბადის და სხვა სიახლეების შესახებ ის გეგმავს განცხადება გააკეთოს მამუკა ღლონტთან ერთად.