წელს შესაძლოა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდეს

46

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა,რომ წელს შესაძლოა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდეს.

აბაშიძის თქმით, 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში მორიგი შეხვედრა შედგება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად სწორედ ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება.

“რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის. კარასინთან გვექნება საუბარი ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, გავივლით, ვნახავთ, როგორ მუშაობს სავიზო რეჟიმი, არის თუ არა პრობლემები და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე არის გასაკეთებელი ამ თვალსაზრისით, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, იქ ვსაუბრობთ ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე, ვაგვარებთ გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს. ამ თვალსაზრისითაც, იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაც შედეგით ჩამოვალთ”, – განაცხადა აბაშიძემ.