ვლადიმერ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე ბარაქ ობამა -დონალდ ტრამპი

ვლადიმერ პუტინი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე ბარაქ ობამა  ამის შესახებ დონალდ ტრამპი აცხადებს. “თუ ჩვენ ვისაუბრებთ პუტინზე, ვფიქრობ, ის რუსეთისთვის ძლიერი ლიდერია, გაცილებით ძლიერი, ვიდრე ჩვენი ლიდერი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პუტინს მხარს ვუჭერ”, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ის ამას არ ამბობს უარყოფით ან დადებით ჭრილში, ის ამბობს იმას, რაც ფაქტია. მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების ტელედებატები გუშინ მაიამიში გაიმართა. რაც შეეხება შიდაპარტიულ არჩევნებს, შტატების უმრავლესობაში უკვე ჩატარდა. “რესპუბლიკელებს” შორის დონალდ ტრამპი, “დემოკრატებს” შორის კი ჰილარი კლინტონი ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები