“არ მინდა დავიჯერო, რომ პროცესები არის მართული”-ლადო პაპავა

51

მე არ მინდა დავიჯერო, რომ პროცესები არის მართული, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

ლადო პაპავა ფიქრობს, რომ ქართველ პოლიტიკოსებში არის ის ჯანსაღი მუხტი, რათა მათ უნივერსიტეტის პოლიტიზებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
“მე არ მინდა დავიჯერო, რომ პროცესები არის მართული. რაც შეეხება პოლიტიზებას, 14 ცნობილი ქართველი ღვაწლმოსილი პროფესორი ხელს აწერს შესანიშნავს განცხადებას, სადაც მათ მოუწოდეს ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს, გაუფრთხილდნენ უნივერსიტეტს, გაუფრთხილდნენ ადგილს, სადაც სწავლობენ პოლიტიკოსების შვილები, დები, ძმები და არ მოახდინონ უნივერსიტეტის პოლიტიზება. მე ვფიქრობ, ქართველ პოლიტიკოსებში არის ის ჯანსაღი მუხტი, რომ უნივერსიტეტის პოლიტიზებაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღონ”, – განაცხადა ლადო პაპავამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღეა სტუდენტები აქციას მართავენ. უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის არჩევნებს პროტესტს უცხადებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.