საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

63

ქალაქ სოჭში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:24 დაამარცხა. რაგბის ევროპის გათამაშებაში ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.საქართველოს რუსეთთან 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც ქართველ მორაგბეებს უკვე 18 გამარჯვება დაუგროვდათ. 19 მარტს საქართველოს ნაკრები,შემდეგ მატჩს თბილისში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.