სტუდენტების პროტესტი გრძელდება

სტუდენტების პროტესტი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება,მოთხოვნა უცვლელია, სტუდენტები კანცლერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებენ

როგორც აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი  გეგმავენ  15.00 საათზე  შეკრებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით გააგრძელებენ პროტესტს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის გავლას გეგმავს. გაფრინდაშვილი გადაწყვეტილების მიღებას ამის შემდეგ აპირებს.

სტუდენტების პროტესტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა.ლადო პაპავა თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ აღნიშნა, ის არ აპირებს გადადგომას, რადგან ამან შესაძლოა სიტუაცია უნივერსიტეტში უფრო დაამძიმოს.

 

 

მსგავსი სიახლეები