ანკარის ცენტრალურ რაიონში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ, პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით “CNN Turk” იუწყება.
კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემა 5 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. ანკარაში აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა.