აფეთქება ანკარაში

43

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 27 ადამიანი გარდაიცვალა, 75 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანკარის გუბერნატორი ავრცელებს.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შორის მდებარეობდა.
ანკარაში აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა.