სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ჯარიაშენის განაპირას სამუშაოები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ჯარიაშენის განაპირას სამუშაოები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.
როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სამუშაოები მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზთან. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება მდგომარეობას და იმოქმედებს ვითარების შესაბამისად”, – აცხადებენ სუს-ში.
სოფელ ჯარიაშენის განაპირას, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა გუშინ დილით დაწყებული სამუშაოები განაახლეს. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ. ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, გუშინ შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.

სოფელ ჯარიაშენის პერიმეტრზე გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები