“დაღუპულთა შორის, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია, საქართველოს მოქალაქეები არ არიან”- ირაკლი კოპლატაძე

41

თუქეთში საქართველოს საელჩოს “ცხელ ხაზზე” საქართველოს მოქალაქეების შესახებ მომართვა არ ყოფილა, – განაცხადა  საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ .

ელჩის განცხადებით  საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა შორის, რომლებიც ამ დროისთვის არიან იდენტიფიცირებულნი.
“20 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია, მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. დანარჩენების იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა. 24 საათის განმავლოაბში მუშაობს ჩვენი “ცხელი ხაზი” და ამ დროისთვის მომართვა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არ ყოფილა”, – განაცხადა კოლპატაძემ.

მისივე ინფორმაციით, ანკარაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, დაჭრილია 125 ადამიანი.