ვლადიმირ ვაისი ანაზღაურების ახალ პირობებზე დათანხმდა

ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაცია ვლადიმირ ვაისთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა მოლაპარაკების მთავარი საკითხი არა ფინანსური მხარე, არამედ საფეხბურთო შეხედულებები იყო.

ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხით ყველაფერი მოგვარებულია.
თავად ვლადიმირ ვაისმა კმაყოფილება გამოთქვა დღეს გაფორმებული კონტრაქტის გამო და აღნიშნა, რომ მას აქვს გარკვეული ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელების შესახებ. “ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მინდა დიდხანს დავრჩე და მივაღწიო შედეგს. მინდა, რომ ქართველი ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში სიხარულით ჩამოდიოდნენ და მათი გულშემატკივრები მათ მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილები. მე ვნახე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო ათი თამაში. მაქვს ფეხბურთელების გარკვეული სია და მონახაზი. შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ნაკრებში აუცილებლად იქნებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები. მათ მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ. მე მიყვარს შემტევი ფეხბურთი, მაგრამ მთავარია ბალანსი, სტილი უნდა იყოს მეტოქეზე მორგებული”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, ჯერ არ დაკომპლექტებულა სამწვრთნელო შტაბი, თუმცა მას უკვე ჰყავს შერჩეული ნაკრების ფიზიკური მომზადების სპეციალისტი. მისვე თქმით, სამწვრთნელო შტატში ქართველი სპეციალისტები აუცილებლად მოხვდებიან.

მსგავსი სიახლეები