საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.თბილისის საკრებულოს დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატის თანხლებით შევიდა. უწყებაში შესვლამდე ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა:

“ვიხვეწებოდი, რომ დამკითხეთ. სანამ ეთერში არ გავიდა რეპორტაჟი, მანამდე არ შემეხმიანნენ. ბოლობოლო მოვედი იმისთვის, რომ ეკა ბესელიას ჩემ წინააღმდეგ წამოწყებულ ბინძურ განცხადებას წერტილი დავუსვათ, ძალიან მარტივად. იმიტომ, რომ არანაირი შეხება ამ მსჯავრდებულთან არ მქონია. არც ადვოკატი შემხვედრია ამ მსჯავრდებულის, არც ოჯახის წევრი დამკავშირებია. ამიტომ აბსურდია ფულზე ლაპარაკი. ამას წერტილი დაესმევა და ამის საპასუხოდ სარჩელს შევიტან აუცილებლად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები