ბაია გადაბაძე – თანამშრომლების 99% შპს “ტელეკომპანია მაესტროსთან” თანამშრომლობისთვის მზადაა

107

თანამშრომლების 99% შპს “ტელეკომპანია მაესტროსთან”, რომლის დირექტორიც ბაჩო კიკაბიძეა, თანამშრომლობისთვის მზად არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაია გადაბაძემ განუცხადა, რომელიც ახალ ტელეკომპანიაში დირექტორის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. როგორც გადაბაძემ აღნიშნა, დღეს იყო შეხვედრა თანამშრომლებთან, სადაც ბაჩო კიკაბიძის, მამუკა ღლონტის და მისი მხრიდან იყო შეთავაზება ახალ ტელეკომპანიაში მუშაობის შესახებ.

“ჩვენ მოვუყევით რას ვთავაზობთ. მათ ვერ შევპირდით რამე განსაკუთრებულ პირობებს ან ხელფასების მატებას, მაგრამ შევპირდით სრულიად დამოუკიდებელ და თავისუფალ ტელევიზიაში მუშაობას. არჩევანი არის მათი გასაკეთებელი. სრულყოფილი პასუხი გვეცოდინება ალბათ ხვალ, რადგან ტელევიზია რამდენიმე ცვლაში მუშაობს და ამ შეხვედრაზე ყველა არ იყო. მაგრამ ვინც იყო, სრულმა უმეტესობამ გამოთქვა თანხმობა. ჩემი ინფორმაციით, 99 % მზად არის ითანამშრომლოს შპს “ტელეკომპანია მაესტროსთან”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.