მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.
“ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ პროკურატურაში.
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.