ბაჩო კიკაბიძეს “მაესტროს” სახელის გამოყენების უფლება აეკრძალა

შპს “ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორ ბაჩო კიკაბიძეს სახელწოდება “მაესტროს” გამოყენების უფლება აეკრძალა, – როგორც  შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო, რითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდა.
“სასამართლომ პირველ ჯერზე არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, თუმცა მას მეორედ განსხვავებული არგუმენტაციით მივმართეთ და უკვე ამ შემთხვევაში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ჩვენი სარჩელი და ბაჩო კიკაბიძეს ან სხვა ნებისმიერ პირს აეკრძალა სიტყვა “მაესტროს” გამოყენება და “მაესტროს” შემცველი ნებისმიერი ბრენდით საქმიანობა იქამდე, ვიდრე შპს “სტუდია მაესტროს” გაკოტრების წინააღმდეგ ჩვენს მიერ ოქტომბერში დაწყებული პროცესი არ დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
როგორც ცნობილია, ბაჩო კიკაბიძე “მაესტროს” სახელწოდებით ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას გეგმავდა.

მსგავსი სიახლეები