მაესტრო, სავარაუდოდ, დღეს უკვე ახალი სახელით დაიწყებს მაუწყებლობას

შპს “ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლობის საკითხი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გადაწყდება. როგორც  შპს-ს დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

“განსახილველ საკითხებს შორის არის შპს “ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება და კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N501/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა”, – განაცხადა კიკაბიძემ.

როგორც ცნობილია, გუშინ, შპს “სტუდია მაესტროს” თანამშრომლების ნაწილმა ტელეკომპანია დატოვა. ისინი, სავარაუდოდ, მუშაობას სწორედ ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანიაში გააგრძელებენ. არსებული ინფორმაციით, არხი იგივე შენობაში დარჩება, რომელშიც “მაესტრო” დღეს ფუნქციონირებს. რაც შეეხება ხელმძღვანელ პირებს, შპს “ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორი ბაჩო კიკაბიძე, დირექტორის მოადგილე კი ბაია გადაბაძე იქნება.

მსგავსი სიახლეები