რემიერ-მინისტრის განცხადება შექმნილი ვითარების შესატყვისი იყო-ლადო პაპავა

48

თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება შექმნილი ვითარების შესატყვისი იყო. მისი განცხადებით  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ გარკვეული მიმართულება მისცა, თუ როგორ ფორმატში უნდა წარიმართოს დიალოგი.

“კერძოდ, მან დაავალა განათლების მინისტრს ეს დიალოგი ეწარმოებინა და განათლების სამინისტროდან უკვე მოვიდა შესაბამისი შეტყობინება 20:00 საათზე ჩანიშნული შეხვედრის თაობაზე”, – განაცხადა პაპავამ.

ლადო პაპავა ამბობს,რომ განისაზღვრა ფორმატი და შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 3-3 სტუდენტი ორივე მხარიდან, ასევე აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, თავად უნივერსიტეტის რექტორი და მისი მოადგილეები.