შპს “სტუდია მაესტროს” გაკოტრების პროცესი შეწყდა

შპს “სტუდია მაესტროს” გაკოტრების პროცესი შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, “მაესტროს” კრედიტორთა პოზიციის გათვალისწინებით მოსამართლემ მიიღო.
კრედიტორთა უმეტესობამ “მაესტროს” გაკოტრების პროცესის შეჩერებას მხარი დაუჭირა, რამდენიმემ თავი შეიკავა, რამდენიმე კი წინააღმდეგი წავიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში “მაესტროს” კრედიტორთა კრება დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო. კრედიტორებს არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ყველა ვალის დაფარვის პირობა მისცა.

მსგავსი სიახლეები