შპს “ტელეკომპანია მაესტროს” გენერალური დირექტორი სახალხო დამცველს მიმართავს

45

შპს ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი ილია(ბაჩო) კიკაბიძე საქართველოს აკრედიტირებული საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის სახელზე მიმართვას ავრცელებს.

განცხადებაში ილია კიკაბიძე აღნიშნავს, რომ დაინტერესდნენ მისი კომპანიისთვის, ტელეკომპანია მაესტროსთვის სახელწოდების შესაძლო ჩამორთმევის საკითხით.

ილია(ბაჩო) კიკაბიძის მიმართვაში წერია, რომ თუკი სასამართლო მეორედ, საკუთარი გადაწყვეტილების საპირისპირო განაჩენს გამოიტანს, ამას სასამართლო სისტემასთან კორუცფიულ გარიგებას დაუკავშირებს.

„მოგეხსენებათ, რომ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს სტუდია მაესტროს დანიშნული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადება აეკრძალათ ჩემი კომპანიისთვის, ტელეკომპანია მაესტროსთვის მისივე კუთვნილი სახელწოდების მაესტროს გამოყენება. ჩემთვის ცნობილი გახდა, ლევან გაჩეჩილაძემ სასამართლოსგან არგუმენტირებული და დასაბუთებული უარის მიღების შემდეგ, ხელმეორედ, იმავე დღეს, იმავე  სასამართლოს ხელახლა მიმართა იგივე მოთხოვნით და ხელახლა ითხოვს შემიზღუდონ საკუთრების უფლება.

მიჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ შეთხვევაში, თუ იგივე, სასამართლო გამოიტანს საკუთარი გადაწყვეტილების საპირისპირო განაჩენს და აგვიკრძალავს ჩემი საკუთრების უფლებას ეს იქნება პირდაპირი მტკიცებულება ან კორუფციული გარიგება სასამართლო სისტემასთან, ანუ ხელისუფლებასთან და ეს იქნება როგორც თავისუფალ მედიაზე, ასევე საკუთრების უფლებაზე ზეწოლის უპრეცენდენტო მცდელობა,“ – ნათქვამია მიმართვაში.