თსუ-ს თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ

38

თსუ-ს თვითმმართველობის წევრები რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ. სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი რამდენიმე წუთის წინ ძალის გამოყენებით დაიკავეს. როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა, თუკი უნივერსიტეტის რექტორი ვერ ახერხებს სიტუაციის კანონიერ ჩარჩოში მოქცევას, ისინი დაიკავებენ რექტორის კაბინეტს და ლადო პაპავას არ მისცემენ საშუალებას კაბინეტში შევიდეს.

ამ წუთებში სტუდენტებთან მოლაპარაკებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები აწარმოებენ.