ლადო პაპავასა და თვითმართველობის წევრების შეხვედრა დასრულდა

71

ლადო პაპავასა და თვითმართველობის წევრების შეხვედრა დასრულდა. დახურული შეხვედრიდან გამოსულმა უნივერსიტეტის რექტორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

საკუთარ პოზიციებს არ თმობენ თვითმართველობის წარმომადგენლებიც, ისინი კვლავ რექტორის კაბინეტში იმყოფებიან და მის დატოვებას არ აპირებენ.

„ოთახიდან სტუდენტებს ძალით არავინ გამოიყვანს,“ – განაცხადა ლადო პაპავამ, რომლის თქმითაც, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. პაპავა განსაკუთრებით შენობაში უცხო პირების შესვლის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას რათა მისი თქმით არ მოხდეს რაიმე ტიპის პროვოკაცია.

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მიმდინარე პროცესებს კვლავ გარე ძალებისგან მართულს უწოდებს და ამბობს, რომ თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის საკითხს არ განიხილავს.