ლევან გაჩეჩილაძე აცახდებს, რომ მას ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერიდან სახელისა და ლოგოს მოხსნის ბრძანება არ გაუცია

53

შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე აცახდებს, რომ მას ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერიდან სახელისა და ლოგოს მოხსნის ბრძანება არ გაუცია.

როგორც მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ის ადამიანი, ვინც ლოგოს მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, მის პასუხისმგებლობაში ერევა.

“მე თქვენ გისვამთ კითხვას – ვინ გასცა ეს ბრძანება?! ამ წუთში მე ვარ პასუხისმგებელი, რა გამოჩნდება „მაესტროს“ ეთერში. ჯერ აღვადგინოთ და მერე ვისაუბროთ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ტელეკომპანია „მაესტრო“ სახელისა და ლოგოს გარეშე მაუწყებლობს. „მაესტროს“ სატელევიზიო ეთერში სახელისა და ლოგოს გამოყენების შეწყვეტისკენ ტელეკომპანია „მაესტრო 24“-ის ხელმძღვანელმა ილია კიკაბიძემ მოუწოდა.

კიკაბიძემ შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალურ დირექტორ ლევან გაჩეჩილაძეს ურჩია, ტელეკომპანია „მაესტროს“ სახელისა და ლოგოს გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.