მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანია დაკავებული

70

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კუდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილია დაკავებული. შესაბამისი კომენტარი უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა გააკეთა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე, პროკურატურაში ამის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.
“ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკავებულია ზურაბ ჯამალაშვილი, სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ”, – განაცხადეს უწყებაში.
ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ორი ვიდეო გავრცელდა.