“ავტონომია უნივერსიტეტს”, – ამ სახელწოდებით “აუდიტორია 115”-ის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

“ავტონომია უნივერსიტეტს”, – ამ სახელწოდებით “აუდიტორია 115”-ის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ეზოს გარეთ, ჭავჭავაძის გამზირზე არიან შეკრებილები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ პოლიციის თანამშრომლებმა საშუალება არ მისცეს აქცია უნივერსიტეტის ეზოს შიდა მხარეს გაემართათ, რადგან უნივერსიტეტის ეზოში თვითმმართველობის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. “აუდიტორია 115”-ის წევრებმა კი, უნივერსიტეტის ეზოს გარეთ ტეროტორია აირჩიეს აქციის ჩასატარებლად.
თსუ-ს ეზოს გარეთ მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტები მოითხოვენ უნივერსიტეტის ავტონომიას, ასევე ითხოვენ თანამდებობა არ დატოვოს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ. გარდა ამისა, სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა განათლების რეფორმა, მათ შორის თვითმმართველობის რეფორმა და “ოდეერის” ინსტიტუტის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამოძიება.

მსგავსი სიახლეები