ზურაბ აბაშიძე დღეს გრიგორი კარასინს შეხვდება

42

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში მორიგ შეხვედრას გამართავს.
როგორც ზურაბ აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი არ ითვალისწინებს, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებული გზის სამშენებლო სამუშაოები.
“ყველაფერი, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე ან ცხინვალის რეგიონში, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე, ასეთია ჩვენი მიდგომა. ეს არ არის საზღვარი, საზღვარი სულ სხვაგან არის, ეს არის საოკუპაციო ხაზი. ნებისმიერი ასეთი ქმედება არის ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეში ხელყოფა”, – განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით.