ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ პროცესზე პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია უნდა განხილულიყო. შესაბამისად, მისი თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ამა თუ იმ პირის იდენტიფიცირება მომხდარიყო.
დაცვის მხარე და თავად ბრალდებულები მიიჩნევდნენ, რომ სხდომის დახურვას ან მის ღია ფორმატში ჩატარებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის თქმით, “დასამალი არაფერი აქვს”.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მედიას და ბრალდებულთა ახლობლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები