ბაჩო კიკაბიძის შპს ტელეკომპანია მაესტრო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს

59

ბაჩო კიკაბიძის შპს ტელეკომპანია მაესტრო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარეგულირებლისთვის უკვე სამაუწყებლო ბადის წარდგენას გეგმავს, რის შემდეგაც ახალი ტელევიზია ეთერში გავა არა მაესტრო 24-ის, არამედ მ 24-ის სახელწოდებით. ახალი ტელევიზია ეთერში ძველი შენობიდან გავა და მასში მაესტროს ის თანამშრომლები გააგრძელებენ მუშაობას, რომლებსაც განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ.