ეროს რამაზოტი კონცერტს 24 აპრილს სპორტის სასახლეში გამართავს

121

იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში კონცერტს 24 აპრილს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც ეროს რამაზოტის 2016 წლის ტურნეების განრიგშია აღნიშნული, მისი კონცერტი თბილისში სპორტის სასახლეში გაიმართება.

თბილისის შემდეგ იგი 26 აპრილს ერევანში გაემგზავრება, სადაც ასევე კონცერტი აქვს დაგეგმილი. 28 აპრილს კი იტალიელი მომღერალი მსმენელის წინაშე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში წარსდგება.

რამაზოტის საქართველოში სტუმრობა იმ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომელიც საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას ითვალისწინებს.

აღნიშნული მიზნით კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის საკითხზე მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე იმსჯელა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოში კონცერტების გამართვის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რობი უილიამსთანაც.