“მოვითხოვ ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხი დადგეს,” – ეკა ბესელია

35

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდოარე ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ,,კოკაინის საქმესთან” დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ წაყენებული ბრალდებები, მანანა კობახიძისა და ეკა ბესლიას მიმართ, არ დადგინდა, ამიტომ მან თავის ბრალდებებზე პასუხი უნდა აგოს.

“ძალიან დეტალური გამოძიებით დადგინდა სწორედ ის, რომ ელისაშვილი მიზანმიმართულად ტყუოდა და იგონებდა სიბინძურეებს. პროკურატურის ამ დასკვნაში არის ის ნაწილი, სადაც წერია, რომ მის ტელეფონში, რომელსაც რამდენჯერმე ჩაუტარდა ექსპერტიზა, არ აღმოჩნდა არც ერთი ჩემი ზარი და ეს-ემ-ეს შეტობინება, მაგრამ აღმოჩნდა შენახული 1600-მდე სახვადასხვა ეს-ემ-ეს შეტყობინება.

ამავე დროს საინტერესოა ისიც, რომ ადამიანს, რომელმაც თორმეტჯერ მიმართა თურმე პროკურატურას, არც ერთი განცხადება არ ჰქონდა შეტანილი, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა. ეს დასკვნა არ არის ჩემთვის. ეს ისედაც ვიცოდი ოთხი თვის წინათაც. ეს ყველაფერი იყო მის მიერ და მასთან ერთად გარკვეული ჯგუფის მიერ დაგეგმილი ძალიან მიზანმიმართული ცილისმწამებლური, სრულიად ამაზრზენი კამპანია. ახლა ამაზე განმარტება თვითონ ელისაშვილმა უნდა გააკეთოს და თქვას, რატომ ატყუებდა საზოგადოებას და ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას.

მიმაჩნია, რომ სამართლებრივად უნდა დადგეს ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, მის მიერ მიცემული ცრუ ჩვენებების გამო. მე ვაპირებ დავაყენო ეს საკითხი, რადაგნ ასეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ და ცდილობენ მიაყენონ სხვა ადამიანებს და ოპონენტებს ცრუ ჩვენებებით შეურაცხყოფა, მათ პასუხი უნდა აგონ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პროკურატურის განცხადებით, ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე” ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.