პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია შექმნა

33

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია შექმნა. დადგენილების პროექტი 81 ხმით მიიღეს. კომისია, რომელმაც საზოგადოებას კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები უნდა წარუდგინოს, 15 წევრით დაკომპლექტდა.

კომისიის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: მანანა კობახიძე , გუბაზ სანიკიძე, გია ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე. კომისიის ფარგლებში იმუშავებს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რეჟისორი მერაბ თავაძე და თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ნანა ჭიღლაძე.