თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  აქციაზე, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებიან.  აქციის მონაწილეები სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების წინააღმდეგ გამოდიან.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქცია მსვლელობით მთავრობის კანცელარიამდე გაგრძელდება. თბილისის აქციის პარალელურად, საპროტესტო აქცია-მსვლელობა საქართველოს ექვს ქალაქში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები